კლასის დამრიგებელი

Sunday, September 21, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის  მეცხრე  დღეა და დღეს ჩვენი ტრენინგი  მთავრდება, ძალიან  ვინერვიულე,
მაგრამ  ყველაფერი  კარგად  დამთავრდა,  გავაკეთე  პრეზენტაცია.
  ტრენინგის გავლას  გირჩევთ  ყველას,რადგან  ძალიან ბევრის  მომცემია. არ  ვიცი  ეს
ყველაფერი  მაიას  დამსახურებაა   თუ  ტრენინგის  მასალების,  მაგრამ  მე  პირადად
ბევრი  რამ ვისწავლე.  აქამდე  თუ  კომპიუტერთან  მისვლის  სურვილი  არ  მქონდა
ახლა  კომპიუტერთან  იმდენ  დროს  ვატარებ, რომ  შესაძლოა  ოჯახში   კომფლიქტი
დამეწყოს.  
 მაიას   დიდი  მადლობა  ყველაფრისათვის.

Saturday, September 20, 2014

მერვე დღის რეფლექსია

მერვე  დღე  საინტერესოდ დაიწყო,მაგრამ  ინტერნეტი  ძალიან  სუსტია. მაიას  დიდი
მადლობა  იმისათვის,  რომ  ის  ბოლომდე  იხარჯება ,რათა ყველაფერი  კარგად  გავიგოთ.

Saturday, September 13, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ ბლოგზე და დრაივზე. ძალიან  საინტერესოა

Sunday, September 7, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე  დღე  უფრო  მეტად დატვირთული იყო. საკმაოდ  ბევრი  ინფორმაცია  მივიღე   და  ბევრიც  გავიხსენე. მეცადინეობის  დასრულებამდე  ინტერნეტი  გაითიშა,  რამაც  
ხელი  შეგვიშალა.

Saturday, September 6, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

ყოველ დღიურად უფრო და უფრო საინტერესოა.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
 პური თუ სანახაობა???
თემატური კითხვები
 1.რომელ ქვეყანაში რას ზეიმობენ და როგორ? 2.რით არის განსაკუთრებული? 3.ჩვენ რას ვზეიმობთ და როგორ?
შინაარსობრივი კითხვები
 1.რას ზეიმობენ ბრაზილიაში,ლონდონში,ჩინეთში და საქართველოში? 2.რამდენ ხანს გრძელდება და რა სარგებლობა მოაქვს ქვეყნისათვის? 3.როგორ ზეიმობენ ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სხვა ქვეყნებში?

Friday, September 5, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღემ დატვირთულ რეჟიმში ჩაიარა.შევქმენით ბუკლეტები , ეს ყველიფერი
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო.

Sunday, August 31, 2014

მესამე დღემ საინტერესოდ ჩაიარა. მიუხედავად იმისა რომ არ გვქონდა შუქი და ვერ ვიმუშავეთ კომპიუტერთან დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. განვიხილეთ თითოეული ჩვენთაგანის პროექტი და მივეცით ერთმანეთს რჩევები.დრო იმდენად სწრაფად გავიდა,რომ ვერც კი მივხვდით.